უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის სარაკეტო თავდასხმას უკრაინაზე ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 45 - დაშავდა.
"დილა, სამწუხაროდ, კვლავ დაიწყო მასიური სარაკეტო შეტევით. ხარკოვი და ხარკოვის ოლქი, ზაპოროჟიე, კრივი-რიჰი, ხმელნიცკის ოლქი. 45 ადამიანი დაშავდა და ამ დროისთვის ცნობილია ოთხი დაღუპულის შესახებ. ტერორისტული სახელმწიფო ნამდვილად იგრძნობს ჩვენს პასუხს", - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.