logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი ოპოზიციაზე: როდესაც ღირებულებებისგან არის დაცლილი ადამიანთა გაერთიანება, ცხადია, მას პოლიტიკაში ვერანაირი პერსპექტივები ვერ ექნება
- +

9 იანვარი. 2024. 11:30

 

 

როდესაც ღირებულებებისგან არის დაცლილი ადამიანთა გაერთიანება, ცხადია, მას პოლიტიკაში ვერანაირი პერსპექტივები ვერ ექნება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა ოპოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

„ოპოზიცია უკვე აღიარებს, რომ მათ არჩევნებზე არ აქვთ იმის იმედი, რომ რაიმეს მიღწევის შანსები ჰქონდეთ. ეს არის ბუნებრივი, ვინაიდან ამ ადამიანებს არაფერი უკეთებიათ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ხელის შემშლელი ნაბიჯები ძალიან ბევრი გადადგეს. შესაბამისად, რა კონფიგურაცია იქნება [არჩევნებისთვის], ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ფაქტია, რომ ისინი ერთიანდებიან, ან ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს მხოლოდ პირადი ამბიციების გამო და არა რაღაც იდეის, პრინციპების ირგვლივ. როდესაც ღირებულებებისგან არის დაცლილი ადამიანთა გაერთიანება, ცხადია, მას პოლიტიკაში ვერანაირი პერსპექტივები ვერ ექნება“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner