logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი: უნდა მოვიგოთ არჩევნებზე, გავაგრძელოთ რეფორმები ჩვენს ქვეყანაში და რაც მთავარია, შევინარჩუნოთ მშვიდობა
- +

9 იანვარი. 2024. 11:32

 

 

ადამიანებს პარტიებში არც არაფერი აბადიათ. არავითარი რეიტინგი გააჩნიათ საზოგადოებაში, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა არჩევნებში ოპოზიციის პერსპექტივასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

„ადამიანებს [ოპოზიციის წარმომადგენლებს] პარტიებში არც არაფერი აბადიათ. არავითარი რეიტინგი გააჩნიათ საზოგადოებაში. უნდათ გაერთიანდნენ ცრუ ღმერთის გარშემო, უნდათ ცალ-ცალკე გამოვიდნენ არჩევნებში, ამას „ქართული ოცნებისთვის“ გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ ექნება. ჩვენთვის ამოცანა არ იცვლება. უნდა მოვიგოთ არჩევნებზე, გავაგრძელოთ რეფორმები ჩვენს ქვეყანაში და რაც მთავარია, შევინარჩუნოთ მშვიდობა“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner