„ადამიანებს პარტიებში არც არაფერი აბადიათ. არავითარი რეიტინგი გააჩნიათ საზოგადოებაში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა არჩევნებში ოპოზიციის პერსპექტივასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ადამიანებს [ოპოზიციის წარმომადგენლებს] პარტიებში არც არაფერი აბადიათ. არავითარი რეიტინგი გააჩნიათ საზოგადოებაში. უნდათ გაერთიანდნენ ცრუ ღმერთის გარშემო, უნდათ ცალ-ცალკე გამოვიდნენ არჩევნებში, ამას „ქართული ოცნებისთვის“ გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ ექნება. ჩვენთვის ამოცანა არ იცვლება. უნდა მოვიგოთ არჩევნებზე, გავაგრძელოთ რეფორმები ჩვენს ქვეყანაში და რაც მთავარია, შევინარჩუნოთ მშვიდობა“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.