აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელის პრეზიდენტს, იცხაკ ჰერცოგს შეხვდა.
„არაფერია უფრო სასტიკი და ამაზრზენი, ვიდრე მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში შეტანილი სარჩელი, რომელიც ისრაელს გენოციდურ ქმედებებში ადანაშაულებს, – განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა.
ისრაელის პრეზიდენტმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელმძღვანელობა საქმის აღძვრისთვის გააკრიტიკა, რომლის მოსმენა 11 იანვარს დაიწყება.
ისააკ ჰერცოგმა ვაშინგტონს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მანამდე აშშ-ის სამთავრობო წყარომ განაცხადა, რომ ბლინკენი ისრაელს ღაზაში ბრძოლების მასშტაბის დაუყოვნებლივ შემცირებისკენ მოუწოდებს.
ისრაელის პრეზიდენტის შემდეგ ენტონი ბლინკენი ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ომის კაბინეტის წევრებს შეხვდება.