„ალბათ სერიოზულად არც ღირს ოპოზიციის მხრიდან იმის ანონსი, რომ საოცრად კონსლიდირებული იქნებიან ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სარჯველაძის თქმით, ოპოზიციამ ვერცერთ ფლანგზე ვერ მოახერხა და ვერცერთი მიმართულებით ვერ წარმართა გამართული მუშაობა.
„ალბათ ბოლო პერიოდში „ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებული პროცესები ვინმეს იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ საოცრად კონსოლიდირებული და კოორდინირებული იქნება ოპოზიციის მუშაობა. რასაკვირველია, ამას ნახევრად იუმორით ვამბობ. ალბათ სერიოზულად არც ღირს ოპოზიციის მხრიდან იმის ანონსი, რომ საოცრად კონსლიდირებული იქნებიან ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში. პრაქტიკულად, ეს ვერცერთ ფლანგზე ვერ მოახერხეს და ვერცერთი მიმართულებით ვერ წარმართეს გამართული მუშაობა, რაც, სხვათა შორის, სამწუხაროა და კარგი ამბავი არ არის, თუმცა ოპოზიცია კოორდინაციას ვერ ახერხებს და ეს ფაქტია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.