პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ხელისუფლებას აქვს ერთმნიშვნელოვნად მკაფიო პოზიცია, რომ საქართველო ვერ იქნება საერთაშორისო სანქციების ხელის შეშლის ასპარეზი.
მიხეილ სარჯველაძემ კომენტარი გააკეთა „ფაქტ-მეტრის“ დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ სანქციების დარღვევის ერთი ფაქტიც არ დაფიქსირებულა, სიმართლეა.
„ამ ინფორმაციას არ ვიცნობ, მაგრამ, ზოგადად, სანქციებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია იცით, ხელისუფლებას ერთმნიშვნელოვნად მკაფიო პოზიცია აქვს, რომ საერთაშორისო სანქციებს ვიცავთ და საერთაშორისო სანქციების ხელის შეშლის ასპარეზი ვერ იქნება საქართველო. ამას მოგვიანებით ვინ აღიარებს და ვინ – არა, ეს სხვა საკითხია. არ მგონია, ვინმეს მიზეზი ჰქონდეს, რაიმე სხვა დააბრალოს საქართველოს სახელმწიფოს“, – აღნიშნა სარჯველაძემ.