logo_geo
eng_logo
გია შარვაშიძე: თუ აკადემიური საბჭო უნივერსიტეტის რექტორად ამირჩევს, მინდა, მმართველობის სტილი შევცვალო
- +

13 სექტემბერი. 2016. 04:00



რექტორის არჩევნებში მონაწილეობა იმიტომ გადავწყვიტე, რომ მე უნივერსიტეტელი ვარ და უნივერსიტეტი ძალიან მტკივა, - განაცხადა თსუ-ს რექტორობის კანდიდატმა, გია შარვაშიძემ გადაცემა 2030-ში.


"რეალურად, დღეს უნივერსიტეტში კრიტიკული მდგომარეობაა და ძალიან ბევრი რამ არის შესაცვლელი. თუ აკადემიური საბჭო უნივერსიტეტის რექტორად ამირჩევს, მინდა, მმართველობის სტილი შევცვალო. უნდა მოხდეს მაქსიმალური დეცენტრალიზაცია, უნდა გაიმიჯნოს სახელმწიფოსა და უნივერსიტეტების კომპეტენცია, შეიცვალოს დაფინანსების სისტემა და ბოლოს და ბოლოს, უნივერსიტეტის სრული, უპირობო ავტონომია უნდა შედგეს. ეს ყველაფერი ღიად, ყველას მაქსიმალური ჩართულობით უნდა მოხდეს. ყველანი დიალოგის რეჟიმში უნდა გადავიდეთ და ერთმანეთის მოსმენა ვისწავლოთ", - განაცხადა შარვაშიძემ.


მისი თქმით,  უნივერსიტეტში დიალოგის დაწყების უზარმაზარი რესურსია, რომელიც ჯერ კიდევ არ არის გამოყენებული.

 

"უნივერსიტეტში დიალოგის დაწყების უზარმაზარი რესურსია, რომელიც ჯერ კიდევ არ არის გამოყენებული. არის ინტერესებიც სხვადასხვა მხრიდან, მაგრამ მოდის სიგნალები და ვიცით, რომ დიალოგის დაწყების მზაობა არის. ნებისმიერი არჩევნების დროს, რაღაც ზეწოლები არსებობს და აკადემიურ საბჭოზე პოლიტიკურ თუ სტუდენტურ ზეწოლას არ გამოვრიცხავ, მაგრამ აკადემიური საბჭოს წევრები ზრდასრული ადამიანები არიან და აქვთ უნარი, ნებისმიერ ცდუნებას თუ ზეწოლას გაუძლონ. თუ სხვისი დახმარება სჭირდებათ, ამისთვისაც ლეგალური გზები არსებობს. რა თქმა უნდა, ზეწოლა არავის მხრიდან არ უნდა ხორციელდებოდეს. მათ უნდა ჰქონდეს საშუალება, გადაწყვეტილება ცივილურ გარემოში მიიღონ", - განაცხადა თსუ-ს რექტორობის კანდიდატმა.


გია შარვაშიძემ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ძალიან დიდი პროექტია, რომელიც თავისი ზომით არ უნდა გვაშინებდეს.

 

"მთავარია შინაარსი და სწავლის ხარისხი. რამდენიმე პარტნიორთან ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ეს არის აშშ-ის, ევროპისა და იაპონიის წამყვანი უნივერსიტეტები. ვაპირებთ, სასწავლო პროგრამების და პოტენციალის დაწყვილება და ხარისხის დამადასტურებელი დიპლომების გაცემა ერთობლივად მოხდეს. ეს არის ერთ-ერთი გზა, საქართველო რეგიონისთვის ცოდნის გადაცემის ჰაბი გახდეს და მეორე მხრივ, მოხდეს დაბრუნება იმ წარმატებული ქართველი მეცნიერებისა, რომლებიც სხვადასხვა უნივერსიტრეტებსა და კვლევით ცენტრებში მუშაობენ. ძალიან ბევრი კარგი მეცნიერი საქართველოშიც მუშაობს, რომლებიც ამ უნივერსიტეტში იმუშავებენ", - განაცხადა გი შარვაშიძემ.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner