logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: შევქმნათ ვებგვერდი Anathema.ge და შევიყვანოთ ჩვენი რწმენისა და ეკლესიის დაუძინებელი მტრები
- +

9 იანვარი. 2024. 14:05

 

 

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ბოლო პერიოდში გარკვეული ძალების მიერ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ აქტიურ გალაშქრებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, მათი მხილება აუცილებელია.

 

„რა ხდება, აბა, საქართველოს „საშობაო დეკაბრისტების“ ფრონტზე? აი, იმათ რიგებში, „საქართველოში რომ იბადებოდნენ და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე“. ვინც მეტად „განიცდის“ იმას, რომ საშობაო მარხვის დაწყება უწევს 27 ნოემბერს, ნაცვლად - 13 ნოემბრისა; ვინც ახალშობილი იესოს წინაშე სირცხვილით კვდება, რომ საახალწლო საცივის და გოჭის მირთმევა „მაინც უწევს“ კანონიკური ქართული მართლმადიდებლური კალენდრის სამარხვო შეზღუდვის მიუხედავად... არ ვიცი, ისეთი რა დანაშაული აქვს ჩადენილი იმ პერიოდში ერთიანი ქართულ-რუსული ეკლესიის მიერ ანათემას გადაცემულ ლევ ტოლსტოის, რომელიც „ბომჟივით“ აღესრულა ერთ-ერთ პროვინციულ სარკინიგზო სადგურზე. აღესრულა წესის აგებაზე უფლების გარეშე. მესმის, რომ ანათემას, როგორც ეკლესიური დასჯის უმაღლეს ზომას, ტრადიციულად, ქართული ეკლესია არ მიმართავდა და არ მიმართავს. ჩვენი ეკლესიის იარაღია - სიყვარულით განკურნება, როდესაც ყოველ აგრესიულ უღმერთოში და სულიწმინდის მგმობელში იმ „მართალ ავაზაკს“ ხედავს, რომელსაც სულის განტევებამდე რამდენიმე წამით ადრე მაინც ეძლევა საკუთარ თავთან და უფალთან შერიგების შესაძლებლობა. გვესმის ჩვენი დედა-ეკლესიის ეს ღრმა ქრისტიანული და სახარებისეული მიდგომა. მაგრამ სახარების ეს ადგილიც გვახსოვს: „ხოლო ვინც აცდუნებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, უჯობს წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ ყელზე და ზღვის უფსკრულში დანთქან.“ ამიტომ, რა გვიშლის ჩვენ, საზოგადოებას - ეს „დოლაბი“ დავუკიდოთ მათ ყელზე, ჩვენი სამოქალაქო და სამრევლო შეფასება გამოვუტანოთ მათ, შევქმნათ ვებგვერდი anathema.ge და შევიყვანოთ მანდ ჩვენი რწმენისა და ეკლესიის დაუძინებელი მტრები? დავიწყოთ „პაატაცაავებით“, „მამაჭიღლაძეებით“, „მამათამაზებით“, „მამაზაზებით“, „მამაკოლხებით“, „მამაბასილებით“, „თეოლოგებით“, „ღვთისმეტყველებით“, „დედასიდონიებით“ და ა.შ., მათი უსულო მიმდევრების ჩათვლით, რომელთა გვარების აქ მოყვანა ნამდვილად არ მინდა, ხოლო ახალ ვებგვერდზე მოსათავსებლად არც ერთი მათგანი არ მემეტება“, - წერს დავით ქართველიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner