logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: აბსოლუტურად არ მაქვს განცდა, რომ 7 იანვარს შობის აღნიშვნა რაიმე პოლიტიკური კონტექსტის მატარებელი შეიძლება იყოს
- +

9 იანვარი. 2024. 14:29

 

 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე შობის აღნიშვნის თარიღთან დაკავშირებულ აზრთა სხვადასხვაობას გამოეხმაურა.

 

პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ 7 იანვარს შობის აღნიშვნა პოლიტიკური კონტექსტის მატარებელი არ უნდა იყოს.

 

„საკითხი თავისი შინაარსით საკმაოდ რთულია. არ შეიძლება ასე პრიმიტიულად ვინმეს შეფასებების, ან განწყობების დონეზე გადასაწყვეტი იყოს [შობის აღნიშვნისი თარიღი]. თუ ვინმე მიაკუთვნებს კონკრეტულ კონფესიას საკუთარ თავს, ალბათ გარკვეული ავტორიტეტის გათვალისწინებით, უნდა ჰქონდეს ამ ინსტიტუციის ნდობა. აბსოლუტურად არ მაქვს განცდა, რომ 7 იანვარს შობის აღნიშვნა რაიმე პოლიტიკური კონტექსტის მატარებელი შეიძლება იყოს. მიზანი არის ის, რომ რამენაირად მიზეზები მონახონ, არგუმენტები, მათ მიერ წინასწარ გამოცხადებული არარსებული ფაქტის არარსებული შეხედულების ტირაჟირებისთვის. ამ შემთხვევაში, უნდათ დააბრალონ ხელისუფლებას რომელიმე მიმართულებით სვლა, რომელსაც თვითონ აცხადებენ სასურველად მათი პიარული სტრატეგიის გათვალისწინებით“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

 

შობის დღესასწაულის თარიღთან დაკავშირებით დისკუსია გრძელდება. ამჯერად, ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელთა საბჭოს თავმჯდომარემ ისაუბრა. ზაზა ბიბილაშვილიც მიიჩნევს, რომ შობა საქართველოში 7 იანვრის ნაცვლად, 25 დეკემბრის უნდა აღინიშნოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner