თბილისში, ვარკეთილში ქმარმა ცოლი მოკლა.
არსებული ცნობით, კაცმა ცოლს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე მოხდა. ამავე ცნობით, კაცმა შემთხვევის შემდეგ თვითდაზიანებები მიიყენა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თოთხმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.