33 წლის ირანელი ქალი როია ჰაშმატი ჰიჯაბის გაკეთებაზე უარის თქმის გამო, ირანის ხელისუფლებამ 74-ჯერ გაამათრახა. ამის შესახებ iranwire იტყობინება.
როგორც ირანის სასამართლოს განცხადებაშია აღნიშნული, ქალი საზოგადოებრივ ადგილებში რამდენიმეჯერ ჰიჯაბის გარეშე გამოჩნდა.
„მსჯავრდებულმა როია ჰაშმატიმ ხელი შეუწყო საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში „სამარცხვინო ქმედების“ ჩადენას“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, ირანში ყველა ქალს კანონით მოეთხოვება ჰიჯაბის ტარება.