logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა: პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით გახარიას პარტიის ინიციატივა მატრაკვეცობაა, საკონსტიტუციო ცვლილებების დროს გახარია ჩვენთან იყო, მაშინ ხმა არ ამოუღია
- +

9 იანვარი. 2024. 15:40

 

 

გიორგი გახარიას პარტიის ინიციატივა მატრაკვეცობაა, რადგან როცა საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდა, გახარია ჩვენთან იყო და მაშინ არც წინააღმდეგი იყო, არც ხმა ამოუღია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

 

ზარქუამ კომენტარი გააკეთა პარტიის „საქართველოსთვის“ ინიციატივაზე, კონსტიტუციაში პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით ცვლილება განხორციელდეს და საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, საარჩევნო კოლეგიის ნაცვლად, კვლავ პირდაპირი წესით საქართველოს მოქალაქეებმა აირჩიონ.

 

ირაკლი ზარქუას თქმით, გახარიას პარტიას ახლა თემები ამოეწურა და სისულელეებს იგონებენ.

 

„ახლა რატომ გაახსენდა, რომ პრეზიდენტი, რომელსაც წარმომადგენლობითი ფუნქცია აქვს, ქვეყნის მასშტაბით უნდა ავირჩიოთ? ეს რა ლოგიკაა, მანამდე სად იყვნენ, ან ახლა რა არგუმენტები აქვთ? უბრალოდ არ აქვთ თემები, არ იციან, რაზე ილაპარაკონ. ისინი ვერ ისაუბრებენ ეკონომიკაზე, მშვიდობაზე, ევროინტეგრაციაზე, ამიტომ იგონებენ ამ სისულელეებს“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner