logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: კვირიკაშვილს აქვს ყველა თვისება, რომ ქვეყანა სამართლიანად მართოს!
- +

13 სექტემბერი. 2016. 04:01



„დღევანდელიქართული ოცნება" არის ხარისხობრივად უკეთესი, ვიდრე ჩემს დროს იყო", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" განაცხადა.



დღევანდელიქართული ოცნება" არის ხარისხობრივად უკეთესი, ვიდრე ჩემს დროს იყო. რამდენიმე კაცზე და კვირიკაშვილზე გავაკეთებდი ძირითადად აქცენტს, ეს კაცი, გარწმუნებთ და ვარწმუნებ საქართველოს მოსახლეობას, არ იბრძვის სავარძლისთვისერთადერთი ნაკლი, რაც აქვს, პატარა გადაცდომის დროსაც კი, შეიძლება, უარი თქვა თავის სავარძელზე, რამე რომ მოხდეს ისეთი, ისეთი დამოკიდებულება აქვს. არსად გაგვექცეს, დაუდარაჯდით კვირიკაშვილს. ყველა თვისება აქვს იმისთვის, რომ ქვეყანა მართოს სამართლიანად. მსოფლიოში ნებისმიერი ქვეყანა ინატრებდა ასეთ პირველ პირს, როგორიც არის კვირიკაშვილიუფრო მეტსაც ვიტყოდი - კვირიკაშვილმა მოკლე დროში, საგარეო საქმეთა მინისტრობიდან მოყოლებული, სწრაფად გახდა დიპლომატი, სწრაფად აჩვენა თავისი ნიჭიერება, ძალიან სწრაფად მოვიდა ევროპიდანაც და ამერიკიდანაც უაღრესად აღფრთოვანებული შეფასებები", - განაცხადა ივანიშვილმა.


ივანიშვილის თქმით,  კვირიკაშვილის ინიციატივით მოხდა ის, რაც თავის დროზე თავად ვერ გაბედა. საუბარია მოგების გადასახადის გაუქმებაზე. 


თავის დროზე მეც მინდოდა მოგების გადასახადის გაუქმება, როდესაც მოვედი მთავრობის მეთაურად, მაგრამ რომ შევხედე სიტუაციას, ვერ გავბედე. კვირიკაშვილმა გაბედა ეს. კვირიკაშვილი არათუ კარგი პოლიტიკოსია დღეს, არათუ საუკეთესო პოლიტიკოსად დარჩება საქართველოს ისტორიაში, მას აქვს ყველა მონაცემი, რომ ის სახელმწიფო მოღვაწედ ჩამოყალიბდეს და ასეთი სახელით წავიდეს პოლიტიკიდან", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner