logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე რობინ დანიგანს შეხვდა
- +

9 იანვარი. 2024. 16:15

 

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში  ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა.

 

მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ ურთიერთობებზე, მათ შორის საპარლამენტო თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

 

შეხვედრისას მიმოიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. ნიკოლოზ სამხარაძემ ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ მძიმე ვითარებას და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს.

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ელჩს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულებასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ წარმოდგენილი გეგმისა და სამომავლო ნაბიჯების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

 

ელჩთან შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის საკითხი. ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ NATO-ში ინტეგრაცია არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი.

 

მხარეებმა საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგზე, შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე, მიმდინარე აქტუალურ მოვლენებსა და 2024 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner