logo_geo
eng_logo
ახალი წლის გასატარებლად ევროპის 20 საუკეთესო ქალაქს შორის თბილისმა მე-5 ადგილი დაიკავა
- +

9 იანვარი. 2024. 16:17

 

 

ახალი წლის გასატარებლად ევროპის 20 საუკეთესო ქალაქს შორის, თბილისმა მე-5 ადგილი დაიკავა, - ამის შესახებ European Best Destinations სტატიას აქვეყნებს.

 

საქართველოს დედაქალაქი ისეთ ქალაქებს უსწრებს, როგორებიცაა - პრაღა, ედინბურგი, დუბროვნიკი, ბრიუსელი.

 

„გაატარეთ ახალ წელი თბილისში, ევროპის ერთ-ერთ ტრენდულ და კოსმოპოლიტურ ქალაქში“ - წერია სტატიაში.

 

გამოცემის თანახმად, დედაქალაქის არქიტექტურას მრავალფეროვანი საახალწლო განათებები კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის. უცხოურმა გამოცემამ თბილისში მოწყობილი საშობაო ბაზრობაც ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზად მორთულ ადგილად დაასახელა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner