„მალე გექნებათ საქმე ოთახში მყოფ სპილოსთან, რომელიც ირანის მთავრობაა და არ უნდა შეგეშინდეთ ირანში ირანის ბაზებზე თავდასხმის. ეს არის ერთადერთი ენა, რომელიც მათ ესმით“, - განუცხადა ირანის ოპოზიციის ლიდერმა ვაჰიდ ბეჰეშტიმ ისრაელის მთავრობის მინისტრებს და ქნესეთის წევრებს პარლამენტში. ინფორმაციას CBN News აქვეყნებს.
ბეჰეშტიმ 72-დღიანი შიმშილობა ახლახან დაასრულა და ბრიტანეთის მთავრობას ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებისკენ მოუწოდა.
როგორც ბეჰეშტი CBN News-თან აცხადებს, ისრაელმა 7 ოქტომბერს ირანის რეჟიმის სისასტიკე და ბარბაროსობა განიცადა.