logo_geo
eng_logo
ირანის ოპოზიციის ლიდერი: არ შეგეშინდეთ ირანის ხელმძღვანელობაზე თავდასხმის
- +

9 იანვარი. 2024. 17:01

 

 

„მალე გექნებათ საქმე ოთახში მყოფ სპილოსთან, რომელიც ირანის მთავრობაა და არ უნდა შეგეშინდეთ ირანში ირანის ბაზებზე თავდასხმის. ეს არის ერთადერთი ენა, რომელიც მათ ესმით“, - განუცხადა ირანის ოპოზიციის ლიდერმა ვაჰიდ ბეჰეშტიმ ისრაელის მთავრობის მინისტრებს და ქნესეთის წევრებს პარლამენტში. ინფორმაციას CBN News აქვეყნებს.

 

ბეჰეშტიმ 72-დღიანი შიმშილობა ახლახან დაასრულა და ბრიტანეთის მთავრობას ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებისკენ მოუწოდა.

 

როგორც ბეჰეშტი CBN News-თან აცხადებს, ისრაელმა 7 ოქტომბერს ირანის რეჟიმის სისასტიკე და ბარბაროსობა განიცადა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner