logo_geo
eng_logo
ხვალ ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატი იწყება, რომელშიც საქართველოს ნაკრები მიიღებს მონაწილეობას
- +

9 იანვარი. 2024. 17:33

 

 

10 იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით ლიეტუვას ქალაქ კაუნასში ფიგურულ ციგურაობაში 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. ტურნირში მონაწილეობას 32 ქვეყნის 167 სპორტსმენი მიიღებს.

 

ევროპირველობაზე ჩვენი ქვეყნიდან 7 სპორტსმენი - ევროპის მოქმედი ჩემპიონი ანასტასია გუბანოვა, ალინა ურუშაძე, ნიკა ეგაძე, ანასტასია მეტელკინა/ლუკა ბერულავა და დიანა დევისი/გლებ სმოლკინი იქნებიან წარმოდგენილი.

 

შეჯიბრს 10 იანვარს სპორტულ წყვილები და მამაკაცები გახსნიან, 11 იანვარს ასპარეზს ქალები დაიწყებენ, ბოლოს კი ტურნირში მოცეკვავეები ჩაერთვებიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner