„უკვე ძალიან დიდი ხანია „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკას, რელიგიას, სპორტს ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს და ყველაფერი პოლიტიკა ჰგონია“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში შფოთი და არეულობა იყოს.
„ეს ორგანიზაცია [„ნაციონალური მოძრაობა“] ძალიან დიდი ხანია ჩამოცილებულია პოლიტიკური დღის წესრიგიდან და ხმამაღალი, სპეკულაციური განცხადებებით ცდილობენ, რომ ისევ დღის წესრიგში დარჩნენ. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში შფოთი და არეულობა იყოს, ამიტომაც ეს პარტია, მისი გამხმოვანებელი პირები, ცდილობენ მოძებნონ გარკვეული მიზეზები, რაც საზოგადოებაში კვლავ განხეთქილებას შეიტანს“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
შობის დღესასწაულის თარიღთან დაკავშირებით დისკუსია გრძელდება. ამჯერად, ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელთა საბჭოს თავმჯდომარემ ისაუბრა. ზაზა ბიბილაშვილიც მიიჩნევს, რომ შობა საქართველოში 7 იანვრის ნაცვლად, 25 დეკემბრის უნდა აღინიშნოს.