„არის კონკრეტული დაჯგუფება, დავარქმევდი სექტანტებს, რომლებიც მართლმადიდებლობის წინააღმდეგ იბრძვიან“, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
„მათ ჰგონიათ, რომ მართლმადიდებლობა დემოკრატიის განვითარების მუხრუჭია. ხელმოცარულები არიან, როგორც აქამდე დამარცხდნენ ქართველ ხალხთან, ქართულ ეკლესიასთან, ზუსტად ასე იქნება, რადგან სანამ იქნება ქართველი ერი - იქნება ქართული ეკლესია“, - აღნიშნა ზარქუამ.
შობის დღესასწაულის თარიღთან დაკავშირებით დისკუსია გრძელდება. ამჯერად, ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელთა საბჭოს თავმჯდომარემ ისაუბრა. ზაზა ბიბილაშვილიც მიიჩნევს, რომ შობა საქართველოში 7 იანვრის ნაცვლად, 25 დეკემბრის უნდა აღინიშნოს.