ლეგენდარულმა გერმანელმა მცველმა ბერტი ფოგთსმა მოუწოდა გერმანიის საფეხბურთო კავშირს (DFB) პატივი მოაგონ გარდაცვლილი ფრანც ბეკენბაუერის ხსოვნას.
ფოგთსი გამოვიდა კონკრეტული წინადადებით – გერმანიის თასს ბეკენბაუერის სახელი მიენიჭოს.
„მნიშვნელოვანია, რომ მისი სახელი არ იყოს დავიწყებული ფეხბურთელთა და გულშემატკივართა მომავალ თაობებში. შესაძლოა, DFB უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ გერმანიის თასს მიენიჭოს ფრანც ბეკენბაუერის სახელი“, – მოჰყავს ფოგთსის სიტყვები გამოცემა Rheinische Post-ს.
გერმანული ფეხბურთის ლეგენდა კვირას 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ორჯერ იყო მსოფლიო ჩემპიონი: 1974 წელს ფეხბურთელისა და 1990 წელს – მწვრთნელის რანგში.