ირლანდიელი მომღერალი შინეიდ ო'კონორი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ამას ლონდონის პოლიცია ადასტურებს.
„ვადასტურებთ, რომ მის ო'კონორი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. შესაბამისად, კორონერმა მისი გარდაცვალების გამოძიება შეწყვიტა“, - აღნიშნულია პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შინეიდ ო'კონორის გარდაცვალების შესახებ 26 ივლისს გახდა ცნობილი. მომღერალი 56 წლის იყო. მისი ცხედარი ლონდონში აღმოაჩინეს.