ავტორი თეონა რამაზაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი „რეპორტიორთან" საუბარში წინასაარჩევნოდ კოალიციის რეიტინგის შესახებ საუბრობს. ვოლსკის განცხადებით „ქართული ოცნების" მთავარი მოწინააღმდეგე ამ ეტაპზე, თავად „ქართული ოცნებაა".
„ქართული ოცნების" მთავარი მოწინააღმდეგე ამ ეტაპზე, თავად „ქართული ოცნებაა". საერთოდ, კოალიციაში საქმიანობა რთულია. არის ეკონომიკური თემები, რომლებიც ნებისმიერ პარტიას შეუძლია გამოიყენოს თავის მოწინააღმდეგესთან საბრძოლველად, თუმცა, თავადაც რომ იყოს ხელისუფლებაში, ვერ შეძლებდა, დაეძლია ის, რასაც მსოფლიო პროცესები ჰქვია. ურთულესი სიტუაცია შეიქმნა ყველა ქვეყანაში, ვისთანაც ვვაჭრობთ და ვისთანაც ურთიერთობა გვაქვს. სავალუტო შემოსავლები ძალიან დაბალია, მნიშვნელოვნად შემცირდა ოჯახებში თანხების გადმორიცხვებიც. ძირითადად ამან განაპირობა, რომ ჩვენი რეიტინგი შემცირდა."- აღნიშნავს ვოლსკი.