„ხალხი ვერ დაწყნარდა ემოციურად, ვერ ჩათვალა, რომ მათ პასუხი აგეს", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
"ნაციონალები" გამოდიან ისევ და უკაცრავად, ისევ ენას გვიყოფენ, ძალა აღარ აქვთ, გვაგინებენ, გვწყევლიან და ისევ გვარწმუნებენ, რომ თეთრი შავია. ამას რა უნდა ვუშველოთ. არ შეიძლება, სხვა ხელწერა გამოვიყენოთ. მთავარი პრობლემა მგონი, გადაწყვეტილია. მსოფლიოში ქვეყანას ვერ ნახავთ, ამდენი მაღალჩინოსანი დასჯილიყოს და კიდევ ეს განცდა დარჩეს საზოგადოებაში. ამის მიზეზსაც გეტყვით რა არის. ჩემი აზრით, პირველი ის, რომ საზოგადოების ნაწილს სურვილი ჰქონდა, ისინი დასჯილიყვნენ დაახლოებით იმ წესით, იგივე ხერხით, სრულიად უხეშად, ყოველგვარი სასამართლოს გარეშე, მასობირვად შეგვაყარა ციხეში ცემა-ტყეპით. რა თქმა უნდა, ეს სწორი არ იქნებოდა. ამ განცდას ყველაზე მეტად აღრმავებს ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა" დღესაც ძალადობს. უკაცრავად, და დღესაც ენას გვიყოფენ, ბოდიშის მოხდის ნაცვლად. კიდე ძალადობას ახორციელებენ, გვარწმუნებენ, რომ ის იყო ყველაზე კარგი მმართველობა", - განაცხადა ივანიშვილმა.