აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
ენტონი ბლინკენმა ხაზი გაუსვა ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვის მნიშვნელობას.
ბლინკენმა და ნეთანიაჰუმ ასევე განიხილეს მძევლების გათავისუფლების უზრუნველსაყოფად მიმდინარე ძალისხმევა და ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების დონის გაზრდის მნიშვნელობა.
სახელმწიფო მდივანმა კვლავ დააფიქსირა ისრაელისა და რეგიონისთვის გრძელვადიანი, მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფის საჭიროება, მათ შორის პალესტინის სახელმწიფოს შექმნის გზით.