შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ვანდალიზმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
სასულიერო პირების ინფორმაციით, დღეს აქტივისტმა ნატა ფერაძემ წმინდა მატრონას ხატს საღებავი შეასხა. გამოძიება წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ფაქტზე არის დაწყებული. შემდგომი რეაგირებისთვის საქმის მასალები სასამართლოში გადაიგზავნება.