საქართველომ შეძლო და შეინარჩუნა ის ტემპი, რომელიც წინა წლებში ჰქონდა, როდესაც ევროპის არაერთ ქვეყანაში ეკონომიკური რეცესიაც დაფიქსირდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.
„აღსანიშნავია, რომ ეკონომიკურ აქტივობას ხელს უწყობდა, როგორც საინვესტიციო აქტივობა, ასევე საგარეო ვაჭრობის და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების კუთხით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები. 2023 წელს საქართველომ შეძლო და გაცილებით სწრაფად მოთოკა ის ინფლაცია, რომელიც გლობალური გამოწვევა იყო და ჩვენ 2023 წელი ფაქტობრივად საშუალო - 2.5%-იანი ინფლაციის მაჩვენებლით დავასრულეთ“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
2023 წლის 11 თვის მაჩვენებლით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 6.9 მეათედი პროცენტით განისაზღვრა. ამის შესახებ ნათქვამია „საქსტატის“ შემაჯამებელ ანგარიშში, რომელიც უწყებამ დღეს გამოაქვეყნა. ეკონომიკურ ზრდაში დადებითი წვლილი ვაჭრობაზე, მშენებლობაზე, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობაზე, ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორზე მოდის.