logo_geo
eng_logo
დმიტრო კულება იმედოვნებს, რომ ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომას უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის პროგრესი მოჰყვება
- +

9 იანვარი. 2024. 22:19

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება იმედოვნებს, რომ ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომას, რომელიც ოთხშაბათს გაიმართება, უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის პროგრესი მოჰყვება.

 

 

"უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ველით, რომ შეხვედრა დააჩქარებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერების მიზნით. როგორც თანამედროვე სისტემების, ასევე მათი საბრძოლო მასალის თვალსაზრისით. ჩვენ ღრმად მადლობელნი ვართ ყველა ჩვენი პარტნიორის, რომლებიც აგრძელებენ უკრაინის უზრუნველყოფას მისი ცის დასაცავად", - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

 

 

ნატო-უკრაინის საბჭო ელჩების დონეზე 10 იანვარს გამართავს შეხვედრას, რათა განიხილოს რუსეთის ბოლოდროინდელი სარაკეტო თავდასხმები უკრაინის ქალაქებზე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner