logo_geo
eng_logo
ტრამპი: პრეზიდენტს იმუნიტეტი უნდა ჰქონდეს
- +

9 იანვარი. 2024. 22:20

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პრეზიდენტს იმუნიტეტი უნდა ჰქონდეს.

 

 

ვაშინგტონის სააპელაციო სასამართლო დონალდ ტრამპის სისხლის სამართლის ბრალდებებისგან იმუნიტეტის საკითხს განიხილავს.

 

 

საქმე ეხება 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმების სავარაუდო მცდელობას, რასთან დაკავშირებითაც ტრამპს მიმდინარე წლის დასაწყისში ბრალი არჩევნების დივერსიის ბრალდებით წაუყენეს.

 

 

"პრეზიდენტი იმუნიტეტის გარეშე არ შეიძლება იყოს. როგორც პრეზიდენტს, უნდა შეგეძლოს შენი საქმის კეთება", - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

 

 

"თუ არ მივიღებ იმუნიტეტს, მაშინ თაღლითი ჯო ბაიდენიც არ მიიღებს", - განაცხადა ტრამპმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner