აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პრეზიდენტს იმუნიტეტი უნდა ჰქონდეს.
ვაშინგტონის სააპელაციო სასამართლო დონალდ ტრამპის სისხლის სამართლის ბრალდებებისგან იმუნიტეტის საკითხს განიხილავს.
საქმე ეხება 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმების სავარაუდო მცდელობას, რასთან დაკავშირებითაც ტრამპს მიმდინარე წლის დასაწყისში ბრალი არჩევნების დივერსიის ბრალდებით წაუყენეს.
"პრეზიდენტი იმუნიტეტის გარეშე არ შეიძლება იყოს. როგორც პრეზიდენტს, უნდა შეგეძლოს შენი საქმის კეთება", - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.
"თუ არ მივიღებ იმუნიტეტს, მაშინ თაღლითი ჯო ბაიდენიც არ მიიღებს", - განაცხადა ტრამპმა.