უკრაინამ, „დიდმა შვიდეულმა“ და გლობალური სამხრეთის ქვეყნების მცირე ჯგუფმა დეკემბერში უკრაინის მშვიდობის ფორმულასთან დაკავშირებით საიდუმლო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველთა შეხვედრა საუდის არაბეთში 16 დეკემბერს გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეთა თქმით, მცირე ფორმატმა მათ საშუალება მისცა, უფრო თავისუფალი და გულწრფელი დისკუსია ჰქონოდათ უკრაინის მშვიდობის ფორმულასა და ამ პროცესის წინსვლის გეგმებთან, ასევე რუსეთთან მომავალში პოტენციური ურთიერთქმედების პრინციპებთან დაკავშირებით.
ერ-რიადში გამართულ შეხვედრაზე მნიშვნელოვანი პროგრესი არ იყო მიღწეული. უკრაინა და G7-ის ფარგლებში მისი პარტნიორები ეწინააღმდეგებიან გლობალური სამხრეთის ქვეყნების მოწოდებებს რუსეთთან უშუალო ჩართულობის თაობაზე.
კიევმა და G7-ის ფარგლებში მისმა პარტნიორებმა დაადასტურეს თავიანთი მოსაზრება, რომ სამართლიანი მშვიდობა უნდა ითვალისწინებდეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემას და განაცხადეს, რომ ვლადიმირ პუტინის მიზნები არ შეცვლილა და ის არ აჩვენებს სერიოზულ სურვილს, ჩაერთოს არსებით მოლაპარაკებებში ან პატივი სცეს წინა შეთანხმებებს.