logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: აწამე და იბატონე - ციხის მართვა 2012 წლამდე - არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ბოროტმოქმედი, ადამიანის ღირსების წინააღმდეგ მებრძოლი, ავსული სისტემის არქიტექტორები დღესაც ცდილობენ პოლიტიკური გავლენების მოპოვებას
- +

9 იანვარი. 2024. 23:28

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ერთ-ერთი პატიმრის მიერ 2012 წლამდე პერიოდში დაწერილი წერილიდან ფრაგმენტებს. მინისტრი აღნიშნავს, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს ისტორიიდან სიმართლე, მათ შორის სამწუხაროც, რომელიც აღარასდროს არ უნდა განმეორდეს.

 

 

აწამე და იბატონე - ციხის მართვა 2012 წლამდე… სამსახურში ყოველდღიურად მრავალი წერილის წაკითხვა გვიწევს. ზოგი ადამიანი კმაყოფილებას, ზოგიც უკმაყოფილებას გამოხატავს, ვიღაც დახმარებას ან საკითხის გარკვევას ითხოვს, შეიძლება საინტერესო ინიციატივაც შემოვიდეს და ა.შ. თუმცა არსებობს ქაღალდზე გადმოტანილი ისეთი სიტყვებიც, რომლებიც დაგვაფიქრებს როგორი სასტიკი და დაუნდობელი შეიძლება იყოს ადამიანი.

 

 

ახლახან წავიკითხე ერთი პატიმრის წერილი, უფრო სწორად წამების ქრონიკა, რაც ჩვეულებრივი მოვლენა იყო 2012 წლამდე… ვფიქრობ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს ისტორიიდან სიმართლე, მათ შორის სამწუხაროც, რომლის განმეორებაც ყველამ ერთად აღარასოდეს უნდა დავუშვათ.

 

 

გთავაზობთ ამონარიდებს წერილიდან, რათა კიდევ კარგად დავფიქრდეთ რა სახის არაადამიანური საფრთხეები არსებობს:

 

 

“გვაჭმევდნენ ყოველდღე ეგრეთწოდებული “ჭიხვინა” არის ასეთი საკვები, რომელსაც თუთიყუშებს აძლევენ საკვებად”

 

“15 წუთში, როგორ უნდა მოგვესწრო 40-ოც ადამიანს შხაპის მიღება? დუშის ქვეშ რამდენჯერ გასაპნულს გამიმშრალებია იმდენი სიკეთე მე იმიტომ რომ წყალს კეტავდნენ”

 

 

“ერთ საწოლს რიგრიგობით 4 ადამიანი ვიყოფდით”

 

 

“კოლიდორში მთავარი მათთვის იცით რა იყო, ის კი არა რომ ჩვენ სპეცრაზმი უმოწყალოდ გვისწორდებოდა, არა აინტერესებდათ წაქცეულ პატიმარს თუ გადავჯეგავდით და არ გავჩერდებოდით მის წამოსაყენებლად და ვაი მის დედას ვინც ამას იზამდა იმას ძვალს და რბილს გაუერთიანებდნენ”

 

 

“ოჯახიდან გამოგზავნილი რაიმე სურათი თუ ჰქონდა კარგად შენახული შვილის დის ან დედის პირდაპირ გვეუბნებოდნენ რა კარგი”

 

 

ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე არ გავაგრძელებ ციტირებას… არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ბოროტმოქმედი, ადამიანის ღირსების წინააღმდეგ მებრძოლი, ავსული სისტემის არქიტექტორები დღესაც ცდილობენ პოლიტიკური გავლენების მოპოვებას, რომელიც ღრმად ვარ დარწმუნებული, სიკეთის საქმნელად ნამდვილად არ სურთ…“, - წერს ბრეგაძე.

 
right_banner right_banner
არქივი
right_banner