logo_geo
eng_logo
რეზო ხოფერია: ეს პროცესები დასრულდება „ნაციონალური მოძრაობის“ სრული კრახით!
- +

13 სექტემბერი. 2016. 04:05



რეზო ხოფერია გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნოდ პროვოკაციებსა და არეულობას გეგმავს, სოციალურ ქსელში ეხმაურება:



თუ ნაცები მართლა გეგმავენ არეულობის მოწყობას ქვეყანაში დამაიდანის" სცენარით დაიწყებენ მოქმედებას, ამაშიც შეიძლება რაღაც დადებითი მოვნახოთ.

 

პირველი ის, რომ ძალიან ბევრი მოახდეს საკუთარი თავის ლუსტრაციას, მეტწილად ისინი ვინც დღეს იმ პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენენ რომლებიც კვალიციიდან გავიდნენ (რესპები, ალასანია...), ბურჭულაძეს "გაშიფრვა" აღარ ჭირდება, ნათელია ყველაფერი. არ მინდა სხვა პარტიების დასახელება, მაგრამ ვიცი, რომ რამოდენიმე, ასე რომ ვთქვათ ნაცებთან მებრძოლი პარტიაც აპირებს ქუჩაში გასვლას, მაგრამ რა ფორმით და შეუერთდებიან ისინი "მაიდანის" პროცესებს თუ არა ეს არ ვიცი. და რაც ყველაზე საინტერესო იქნება გამოაშკარავდება ის ხალხიც, ვინც დღეს ქართული ოცნების სახელით ლაპარაკობს (ყოფილი ნაცები დღეს რომ ანგელოზებად გვევლინებიან) და ეს მისცემს საზოგადოებას სწორი შეფასების გაკეთების და შემდგომში პასუხს მოსთხოვს ყველას ვინც ამ ადამიანების პოლიტიკაში ყოფნა დაუშვა!

 

მეორე და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს პროცესები საბოლოო ჯამში დასრულდება ნაციონალური მოძრაობის სრული კრახით, (ხალხი ამ პროცესებს მხარს არ დაუჭერს!!!) რაც ახალ შესაძლებლობას მისცემს ხელისუფლებას ბოლოს და ბოლოს აკრძალოს ეს პარტია და დასაჯოს ყველა დამნაშავე ვინც დღემდე უსინდისოდ თავაწეული დადის ამ ქვეყანაში. აქ შეიძლება კიდევ ერთი ლუსტრაციის პროცესი მივიღოთ."- წერს ხოფერია. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner