logo_geo
eng_logo
აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს დეკემბერში პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს
- +

10 იანვარი. 2024. 00:00

აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს დეკემბერში პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია უოლტერ რიდის სამხედრო ჰოსპიტალის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

 

"პროსტატის კიბო ადრეულ ეტაპზე გამოვლინდა და [მისი მკურნალობის] პროგნოზი შესანიშნავია", - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

6 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ლოიდ ოსტინი უოლტერ რიდის სამხედრო ჰოსპიტალში 1-ლი იანვრის საღამოს გადაიყვანეს არაგადაუდებელი სამედიცინო პროცედურის შემდეგ წარმოქმნილი გართულებების გამო.

right_banner right_banner
არქივი
right_banner