აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს დეკემბერში პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია უოლტერ რიდის სამხედრო ჰოსპიტალის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"პროსტატის კიბო ადრეულ ეტაპზე გამოვლინდა და [მისი მკურნალობის] პროგნოზი შესანიშნავია", - ნათქვამია განცხადებაში.
6 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ლოიდ ოსტინი უოლტერ რიდის სამხედრო ჰოსპიტალში 1-ლი იანვრის საღამოს გადაიყვანეს არაგადაუდებელი სამედიცინო პროცედურის შემდეგ წარმოქმნილი გართულებების გამო.