logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილს არასდროს დაუშვია, რომ პროცესები ფარდის მიღმა პოზიციიდან ემართა, ჩვენ თვალწინ ასეთი არაფერი მომხდარა
- +

10 იანვარი. 2024. 15:44

 

 

“ბიძინა ივანიშვილს არასდროს დაუშვია, რომ პროცესები ფარდის მიღმა პოზიციიდან ემართა, ჩვენ თვალწინ ასეთი არაფერი მომხდარა”, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

„გადახედეთ ევროკავშირის სტრუქტურებს – არიან ადამიანები მმართველობაში, მაგრამ არავინ არასდროს ფინანსურ რესურს ნეგატიურად არ იყენებს, მით უმეტეს, ბიძინა ივანიშვილი. დიდ ფინანსურ რესურსზე თუ არის საუბარი, გაიხსენეთ „ლელო“, დავით კეზერაშვილი უშველებელი თანხებით, რომელიც საქართველოს ბიუჯეტიდან აქვს მოპარული. ბიძინა ივანიშვილის დიდი ფინანსური რესურსი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენება, მაგრამ ამ დიდი ფინანსური რესურსის უკან არის პოზიტიური პროექტების უშველებელი ჩამონათვალი, რაც მან საქართველოსთვის გააკეთა. ვერ მომიყვანთ ვერცერთ მაგალითს, როცა მის გამგებლობაში დიდი ფინანსური რესურსის არსებობა ნეგატიურად იყოს დახასიათებული“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner