logo_geo
eng_logo
ბექა დავითულიანი: ოპოზიციას უნდა, რომ საქართველოში „შავი ხვრელი“ იყოს და სამყაროზე თავიანთ წარმოდგენებს რეალობად ასაღებენ, ისინი ილუზიურ სამყაროში დარჩებიან
- +

10 იანვარი. 2024. 16:45

 

 

ოპოზიციას უნდა, რომ საქართველოში „შავი ხვრელი“ იყოს და სამყაროზე თავიანთ წარმოდგენებს რეალობად ასაღებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

 

როგორც ბექა დავითულიანმა აღნიშნა, ოპოზიცია თავის ილუზიურ სამყაროში დარჩება.

 

„ძალიან ეჭვიანი ოპოზიცია გვყავს. პირად ცხოვრებაშიც თუ ასე არიან, ძალიან დიდი პრობლემები ექნებათ. მთელი დედამიწა ამტკიცებს, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციებს არ არღვევს და მკაცრად იცავს. ეს თქვა ამერიკისა და ბრიტანეთის მიერ გამოგზავნილმა სპეციალურმა ჯგუფმა. ამას ამბობს მსოფლიო ბანკი თუ „ფაქტჩეკიც“ კი, ვინც, ვიცით, ვის მიერ არის მართული. ოპოზიციას უნდა, რომ საქართველოში „შავი ხვრელი“ იყოს და სამყაროზე თავიანთ წარმოდგენებს რეალობად ასაღებენ. სინი თავიანთ ილუზიურ სამყაროში დარჩებიან“, – განაცხადა დავითულიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner