logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ვერ წარმომიდგენია, ოპოზიცია გახარებული იყოს იმ ფაქტით, რომ საქართველოში შავი ხვრელები არ არის, მათ თავისი სტრატეგია სწორედ „შავ ხვრელებზე“ ჰქონდათ აგებული
- +

10 იანვარი. 2024. 16:56

 

 

“ჩვენ ვხელმძღვანელობთ სანქციებზე ზედამხედველობის კომიტეტის შეფასებით, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა, თქვეს, რომ არათუ „შავი ხვრელები“ არ არსებობს, არამედ მცდელობებიც კი აღკვეთილია შესაბამისი სტრუქტურების მიერ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

„სტატისტიკა აჩვენებს, რომ რუსეთში ისეთი პროდუქცია მაინც ხვდება, რომელიც შეტანილია სანქციებში. ეს მსოფლიო დონის პრობლემაა. შეიარაღებაში დასავლური წარმოების ნაწილები ჩანს და სტატისტიკაც არსებობს, მაგრამ ჩვენ „ფაქტჩეკით“ კი არ ვხელმძღვანელობთ, როდესაც ვამბობთ, რომ საქართველოში „შავი ხვრელი“ არ არსებობს, არამედ ვხელმძღვანელობთ სანქციებზე ზედამხედველობის კომიტეტის შეფასებით, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა და თქვეს, რომ არათუ არაფერი არ გადის საქართველოდან და „შავი ხვრელები“ არ არსებობს, არამედ მცდელობებიც კი აღკვეთილია შესაბამისი სტრუქტურების მიერ. ვერ წარმომიდგენია, რომ ოპოზიცია გახარებული იყოს იმ ფაქტით, რომ საქართველოში შავი ხვრელები არ არის. მათ თავისი სტრატეგია სწორედ „შავ ხვრელებზე“ ჰქონდათ აგებული“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner