logo_geo
eng_logo
„გასამართლდეს ნაციონალური მოძრაობა!“- სისტემურ დანაშაულში მხილებულთა დასასჯელად პეტიცია ვრცელდება
- +

13 სექტემბერი. 2016. 04:20



„ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების გასასამართლებლად საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრეზიდენტისა და  საქართველოს პროკურატურის მისამართით პეტიცია ვრცელდება.



გასამართლდეს ნაციონალური მოძრაობა!!!

 

უნდა გასამართლდეს ამ რეჟიმის შემქმნელი პარტია!

 

ნაციონალური მოძრაობა უნდა გამოცხადდეს დანაშაულებრივ ორგანიზაციად და მიეცეს პასუხისგებაში კანონის მთელი სიმკაცრით!

 

გამოვლენილ იქნას ყველა დამნაშავე და მოხდეს მათი სამართლებრივი ლიკვიდაცია!

 

მოვითხოვთ საქართველოს მთავრობამ გაატაროს ყველა ღონისძიება, რათა უახლოეს მომავალში მოხდეს გაქცეული მაღალჩინოსნების ექსტრადირება და კანონის შესაბამისად დასჯა!

 

დაევალოს მთავარ პროკურატურას სამართლიანობის აღდგენის პროცესი დაისახოს მთავარ პრიორიტეტად!

 

მთელის სამართლებრივი რესურსი დაიხარჯოს მათი და მათი მხარდამჭერების გამოსავლენად და დასასჯელად!




https://manifest.ge/main/




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner