logo_geo
eng_logo
თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე მიწის მასის ჩამოშლის შედეგად მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა
- +

10 იანვარი. 2024. 18:57

 

 

თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 152-ე კილომეტრზე მიწის მასა ჩამოიშალა, რის  შედეგადაც ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა.

 

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აღნიშნავენ, გზის გაწმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

 

„ძლიერი წვიმის შედეგად საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კმ-ზე ჩამოვიდა მიწის მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია.

 

ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და გზის წმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს მოძრაობის სრულად აღდგენა“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner