logo_geo
eng_logo
გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისი: წელს უკრაინის მოსახლეობის 40%-ს ჰუმანიტარული დახმარება დასჭირდება
- +

10 იანვარი. 2024. 20:08

გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისში განაცხადეს, რომ წელს 14.6 მილიონზე მეტ ადამიანს - უკრაინის მოსახლეობის 40%-ს - ჰუმანიტარული დახმარება დასჭირდება.

 

 

განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ხალხი თითქმის ორი წლის განმავლობაში უძლებს დაუნდობელ საომარ მოქმედებებს რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის შემდეგ.

 

 

გარდა ამისა, გაეროს მონაცემებით, ომმა ასევე აიძულა დაახლოებით 6.3 მილიონი უკრაინელი გაქცეულიყო საზღვარგარეთ.

 

 

"ყოველდღიურად იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეები, ნადგურდება მათი სახლები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა", - ნათქვამია გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისის განცხადებაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner