logo_geo
eng_logo
სლოვაკეთის პრემიერი: უკრაინა მთლიანად დამოკიდებული გახდა დასავლეთის ფინანსურ დახმარებაზე, რასაც უახლოეს წლებში უკრაინელებისთვის არაპროგნოზირებადი შედეგები მოჰყვება
- +

10 იანვარი. 2024. 20:49

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ გააკრიტიკა დასავლეთის სტრატეგია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება სურს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

 

 

"რუსეთმა უსაფრთხოების ვითარებასა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე ზეწოლას სამხედრო ძალის გამოყენებითა და საერთაშორისო სამართლის დარღვევით უპასუხა. ამას ხშირად აკეთებენ დიდი ქვეყნები", - აღნიშნა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.

 

 

რობერტ ფიცოს თქმით, დასავლეთმა არასწორად შეაფასა რუსული სამხედრო ძალის გამოყენება, როგორც რუსეთის დაჩოქების შესაძლებლობა.

 

 

"დასავლეთი ისარგებლებს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევით, მიაწოდებს უკრაინას უამრავ იარაღს, მილიარდობით დოლარს, დატვირთავს რუსეთს მასიური სანქციებით და ბოლო მომენტამდე დაელოდება, რომ უკრაინელი ჯარისკაცი მას რუსული დათვის თავს თეფშზე მიუტანს", - განაცხადა მან.

 

 

"უკრაინა მთლიანად დამოკიდებული გახდა დასავლეთის ფინანსურ დახმარებაზე, რასაც უახლოეს წლებში უკრაინელებისთვის არაპროგნოზირებადი შედეგები მოჰყვება", - დასძინა სლოვაკეთის პრემიერმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner