logo_geo
eng_logo
თურქეთში უკრაინის ელჩი: იარაღი, რომლის გადაცემა უკრაინისათვის იგეგმებოდა, ისრაელში იგზავნება
- +

10 იანვარი. 2024. 21:14

თურქეთში უკრაინის ელჩმა, ვასილ ბოდნარმა განაცხადა, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომმა გავლენა მოახდინა დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინის იარაღით დახმარებაზე.

 

 

უკრაინელმა დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ ღაზის სექტორში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტი ზიანს აყენებს რუსეთ-უკრაინის ომის აღქმას.

 

 

"საერთაშორისო მედიამ ამ მიმართულებას [სრაელსა და „ჰამასს“ შორის ომი] მიაქცია ყურადღება, ამიტომ არიან ისეთებიც, ვინც მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომი დასრულდა", - განაცხადა ვასილ ბოდნარმა.

 

 

ელჩის თქმით, იარაღი, რომლის გადაცემა უკრაინისათვის იგეგმებოდა, ისრაელში იგზავნება, ხოლო დასავლეთის ქვეყნებში შიდაპოლიტიკური დინამიკა ის ფაქტორია, რომელიც უკრაინის დახმარებაზე გავლენას ახდენს.

 

 

ასეთი დინამიკის მაგალითად მან მოიყვანა მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში, უნგრეთის და სლოვაკეთის მთავრობების პოზიცია, ასევე ფერმერების მიერ პოლონეთის საზღვარზე უკრაინული სატვირთო მანქანების ბლოკირება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner