logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ ვამართლებთ ჩვენს რეპუტაციას, როგორც რეგიონში წამყვანი რეფორმატორი ქვეყანა
- +

13 სექტემბერი. 2016. 10:03



„ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩვენ მივაღწიეთ უზარმაზარ პროგრესს და დღეს, ჩვენი ხალხის დამსახურებით, საქართველო თანამედროვე, დინამიური და დემოკრატიული სახელმწიფოა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.



გიორგი კვირიკაშვილმა ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სატრანსპორტო სისტემების სისწრაფე და ეფექტიანობა დამოკიდებულია სხვადასხვა ქვეყანაში რიგი ზომების მიღებაზე.



ჩვენი გამოწვევა დღესაც არის სახელისუფლებო მომსახურების ინტეგრაციის გაუმჯობესების გზების პოვნა და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის, ასევე ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის შეთანხმებული მოქმედებისა და ყველაზე უსაფრთხო სატრანსპორტო პრაქტიკის გამოყენების უზრუნველყოფა. სწორედ ამიტომ არის ასე სასიხარულო, რომ დღეს აქ შეიკრიბა ლიდერთა და პროფესიონალთა ასეთი შთამბეჭდავი ჯგუფი", - განაცხადა კვირიკაშვილმა.



პრემიერ-მინისტრმა საქართველოსთვის საზღვაო სფეროს საკითხების მნიშვნელობაზე საუბრის დაწყებამდე, ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია მიმოიხილა.



წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25- წლისთავს. მიუხედავად გარკვეული ხარვეზებისა, ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩვენ მივაღწიეთ უზარმაზარ პროგრესს და დღეს, ჩვენი ხალხის დამსახურებით, საქართველო არის თანამედროვე, დინამიური და დემოკრატიული სახელმწიფო. ჩვენ აღვადგინეთ ქვეყნის დამოუკიდებლობა და დღეს ვამყარებთ ჩვენს პოზიციებს, როგორც ევროატლანტიკური საზოგადოების დაფასებული და ანგარიშგასაწევი პარტნიორი ქვეყანა. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებას, რომლებიც სრულად ამოქმედდა ორი თვის წინ. გარდა ამისა, ღრმავდება ჩვენი ურთიერთობა NATO-სთან. ჩვენ ვამართლებთ ჩვენს რეპუტაციას, როგორც რეგიონში წამყვანი რეფორმატორი ქვეყანა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner