ლიეტუვაში ვიზიტით მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინისათვის დახმარების მიწოდებაზე დასავლეთის ყოყმანმა პუტინი გაამხნევა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტს უკრაინის სრულად ოკუპირება სურს.
"ყურადღება უნდა მივაქციოთ პუტინის რიტორიკას. ის გაჩერებას არ აპირებს. მას ჩვენი სრულად ოკუპირება სურს", - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.
"ზოგჯერ პარტნიორების ყოყმანი უკრაინის ფინანსურ და სამხედრო დახმარებაზე მხოლოდ ზრდის რუსეთის გამბედაობასა და ძალას", - დასძინა მან.