logo_geo
eng_logo
ზელენსკი: უკრაინისათვის დახმარების მიწოდებაზე დასავლეთის ყოყმანმა პუტინი გაამხნევა
- +

10 იანვარი. 2024. 22:03

ლიეტუვაში ვიზიტით მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინისათვის დახმარების მიწოდებაზე დასავლეთის ყოყმანმა პუტინი გაამხნევა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

 

 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტს უკრაინის სრულად ოკუპირება სურს.

 

 

"ყურადღება უნდა მივაქციოთ პუტინის რიტორიკას. ის გაჩერებას არ აპირებს. მას ჩვენი სრულად ოკუპირება სურს", - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

 

 

"ზოგჯერ პარტნიორების ყოყმანი უკრაინის ფინანსურ და სამხედრო დახმარებაზე მხოლოდ ზრდის რუსეთის გამბედაობასა და ძალას", - დასძინა მან.

right_banner right_banner
არქივი
right_banner