logo_geo
eng_logo
ერდოღანი: ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ათობით პირის დაკავება მხოლოდ პირველი ნაბიჯია
- +

10 იანვარი. 2024. 22:17

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ გასულ კვირას ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ათობით პირის დაკავება მხოლოდ პირველი ნაბიჯია და მკაფიო პასუხი იყო მათთვის, ვინც თურქეთს ემუქრება.

 

 

2 იანვარს, თურქეთში ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით 33 ადამიანი დააკავეს.

 

 

"ჩვენმა სადაზვერვო ორგანიზაციამ, რომელმაც გამოავლინა ისრაელის ჯაშუშური ქსელი ჩვენს ქვეყანაში, ძალიან მკაფიო პასუხი გასცა მათ, ვინც გვემუქრება. რა თქმა უნდა, ამან სერიოზულად გააკვირვა ისრაელი", - აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner