logo_geo
eng_logo
ილჰამ ალიევი: საფრანგეთი სომხეთს ომისთვის ამზადებს
- +

10 იანვარი. 2024. 22:39

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ საფრანგეთი სომხეთს ომისთვის ამზადებს. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

 

 

"საფრანგეთი ის ქვეყანაა, რომელიც დღეს სომხეთს აიარაღებს, აიმედებს, ამზადებს სამხედრო პერსონალს და ამზადებს მათ შემდეგი ომისთვის. ამიტომ, როდესაც ვთქვი, რომ საფრანგეთის პოლიტიკა ხელს უწყობს დაძაბულობის ესკალაციას კავკასიაში, სწორედ ამას ვგულისხმობდი", - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner