logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე: „მებრძოლ უღმერთოთა კავშირი“ რომ არ შექმნან ვიღაც ვიგინდარებმა, ამგვარი სტანდარტი აუცილებლად უნდა მოქმედებდეს
- +

10 იანვარი. 2024. 23:02

„მებრძოლ უღმერთოთა კავშირი“ რომ არ შექმნან, ვიღაცა ვიგინდარა ჭინკებმა, მე ვფიქრობ ამგვარი სტანდარტი აუცილებლად უნდა მოქმედებდეს, "- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მმართველი გუნდის მიერ დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.

 

 

„გადმოვიღებთ იმ რეგულაციებს, რაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოქმედებს. არ გვინდა საქართველო ბნელი ბოლშევიზმის პირობებში დავაბრუნოთ. ეს შეეხება ყველა კონფესიასა და რელიგიას“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner